“ჩანს, რომ სხვა მანქანის კვალია. სხვა ტელეკომპანიის დრონებმა გადაიღეს კვალი და სპეციალისტებთანაც მქონდა საუბარი, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს კვალი ასე მკვეთრად 5-ის მერე აღარ გამოჩნდებოდა და აშკარაა, რომ დიდი მანქანის კვალია.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.