მთავარი ციტატა

“ჩვენება შეასწორეს და ისე მოაწერინეს ხელი, არც კი წააკითხეს”- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა

“წუხელ ჩემი შვილი დაკითხეს. შეასწორეს ჩემი შვილის ნაწერი და ისე მოაწერინეს ხელი , არცკი წააკითხეს. ჩემი შვილი ითხოვს სივრუის დეტექტორს. თქვენ გინახავთ დამნაშავემ მოითხოვოს სიცრუის დეტექტორი?! თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოჯახი პროკურატურის წინ შიმშილობას დაიწყებთ.’

თამაზ ხომასურიძე – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასწრულწოვნის მამა

ამის შესახებ თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასწრულწლოვნის სასამართლო პროცესი ტარდება. ამ დროისთვის 17 პირია დაკავებული, მათგან გამოძიება 5 პირს განზრახ მკვლელობას ედავება. 

იტვირთბა....