ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

მესტიის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განუცხადა, PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კოვიდის გამოხატული ნიშნები აქვთ.

„კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალსაც. გუშინ ვისაც ჩაუტარდა ტესტი, საბედნიეროდ, ყველა პასუხი უარყოფითია“,- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სოფელ ლენჯერში განმეორებითი ტესტირება.

ცნობისთვის, მესტიაში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით, სხვანეთში სულ 20-ზე მეტი პირია ინფიცირებული. კორონავირუსის ინფიცირების შემტხვვების ზრდის გამო, სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

იტვირთბა....