ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რუსი ოლიგარქის პირადი პატიმრის მხარდაჭერა, თავისუფალი ბელორუსის თავისუფალ მოქალაქეებს” – გიორგი რურუა

“რუსი ოლიგარქის პირადი პატიმრის მხარდაჭერა, თავისუფალი ბელორუსის თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების სამარცხვინო დუმილის სანაცვლოდ მნიშვნელოვანია ბელორუსი ხალხის გვერდში დგომა და გამხნევება. ვთხოვ ჩემს მეგობრებს შეკრების ორგანიზებას. პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.”

გიორგი რურუა – ტელეკომპანია “მთავარი არხის” მეწილე.

შესაბამისი განცხადება რურუამ “ფეისბუქის” მეშვეობით გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.

იტვირთბა....