ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა… საქართველო ივანიშვილმა 90 -იანი წლების რუსეთს დაამსგავსა” – სააკაშვილი

საქართველოს ექსრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გავრცელდა. სააკაშვილის განცხადებით, ვეყანაში სრული განუკითხაობა და დაუსჯელობის სინდრომია. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.

“საქართველოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი. ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს.
ბოლო წლებში დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გარეთ გაშვების. საქართველო ივანიშვილმა 90 -იანი წლების რუსეთს დაამსგავსა , სადაც მან გააკეთა ფული, სადაც ადამიანის ცხოვრება არ ღირდა არაფერი.

ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა, ამდენი გაყალბება, დაწყებული ეროსი კიწმარიშვილისგან, შემდეგ ხორავას ქუჩა და უამრავი სხვა. ეს არის რაც ვიცით, მაგრამ ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და არც მოდის ხალხის ყურამდე. სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა ქვეყანაში. ნარკოტიკებმა წალეკა ახალგაზრდები, დაუსჯელობის სინდრომმა გაუხსნა კრიმინალებს ხელი და ეს ყველაფერი წახალისებულია ივანიშვილის, გახარიას და ამ ბანდის მიერ.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაჩერებელია. ეს მკვლელი მანიაკი არის შესაჩერებელი. პირადად მე არ მივატოვებ ჩვენს ხალხსა და ახალგაზრდობას გასაჭირში .
ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს. აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეს! აუცილებლად შევაჩერებთ ამ გენოციდს!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....