ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის სექემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 88.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 212.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 32.9 % -ით ნაკლებია 2014 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.3 % ისევ იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის.
ფულადი გზავნილების წილი საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდია, უცხოეთიდან ქართველი ემიგრანტების გამოგზავნილი ფული ორჯერ აღემატება ქვეყანაში შემოსულ გრანტებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და განვითარების ხელშეწყობის ოფიციალური დახმარების სხვადასხვა წყაროსგან განსხვავებით, ფულადი გზავნილებისთვის არ არის დამახასიათებელი უკუნაკადები პროცენტების, ვალის ან დივიდენდის გადახდის ფორმით.
ამჟამად საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემოდის, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი და იტალია.