“ნახირი რომ გადადის, ეს ჩანაწერი არის 12, 13, 14 აგვისტოსი. ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რატომ და როგორ მოხდა, რომ 5 დღე იქ იდგა (მანქანა) და შესაბამისად, ნამდვილად ნახავდა ის მენახირე, როგორ მოხდა, რომ 22-ში ნახეს?! ექსპერტიზის დასკვნები, შუალედური და საბოლოო დასკვნებიც იქნება მოთხოვილი და მიზეზი, თუ რატომ არ არის ამდენი ხანი ექსპერტიზის დასკვნა. მარტო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას მაქსიმუმ 10 დღე დასჭირდება და რა საჭირო არის 1 თვე, თითქმის, ტოქსიკოლოგიური დასკვნის ლოდინი?!”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. ისინი უწყების ხელმძღვანელს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.