ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად აცხადებს, შსს-ში გამოკითხვაზე საკუთარი ნებით დღეს კიდევ ერთხელ მივიდა.
ლობჟანიძე კომპანია ZAG-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნიკა გეჯაძეს თამარის ბულინგში ადანაშაულებს და მის დაკითხვას მოითხოვს. ლობჟანიძის თქმით, ამის საფუძველს მას ის წერილი აძლევს, რომელიც გეჯაძემ თავად გადასცა გამოძიებას, თუმცა უცნობია ნამდვილად იყო თუ არა ის თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.