ახალი ამბები საზოგადოება

სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის გადადგომას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტური აქცია გაიმართა რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით.

მონაწილეთა განცხადებით, რექტორი ვერ ახერხებს პრობლემების გადაჭრას.

„უნივერსიტეტში არის პრობლემები, რომლებიც არ გვარდება. თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას ესაუბრა ამ საკითხებზე, თუმცა შეხვედრამ ის შედეგი მოგვცა, რომ არაფერზე პასუხი მას არ ჰქონდა“. – განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.

მისივე ინფორმაციით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოიყენა სამართლებრივი ბერკეტი და ფაკულტეტის საბჭოების მუშაობა შეაჩერა იქამდე, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და არ დატოვებს თანამდებობას ვლადიმერ პაპავა.

სტუდენტებმა რექტორს ვადა 22:00 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

სტუდენტების აქციაზე კომენტარი რექტორმაც გააკეთა : “უნივერსიტეტი ღიაა და ყველა სტუდენტს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი,  მაგრამ არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან. ჩვენ შევეცდებით პრობლემების მოგვარებას,  მაგრამ ამას მარტო ჩვენი ძალები არ ეყოფა“.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პაპავა 2013 წელს ხმათა უმრავლესობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აირჩიეს.

იტვირთბა....