ახალი ამბები მთავარი ციტატა

ნორვეგიის მოქალაქის “ფეისბუქზე” კიბერშეტევა ორჯერ განხორციელდა – ვინ არის პირი, რომელსაც ბაჩალიაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარზე ინფორმაციას თხოვდა

“ალბათ მარტის დასაწყისი იყო როდესაც შემეხმიანა, მომწერეა “თეო აქ ხარ?” – მე მესიჯის ტექსტ გავხსენი, ასე რომ ვთქვათ “დავსინე”, უბრალოდ, ვერ მოვახერხე მასთან პასუხის გაცემა და არ მახსოვს, ეს დღე იყო თუ შემდეგი დღე, საღამოს გვიანი საათები, როდესაც ჩემს Facebook-ზე, messenger-ზე შევედი, უფებ გამომაგდო Log out დამიწერა ჩავწერე ჩემი პაროლი და აიდი და მომდის მესიჯი “თქვენი Facebook დაბლოკილია. მე მაშინ არაფერზე არ მიფიქრია… ის ნომერი, რომლითაც დავრეგისტრირდი, წლების წინ მქონდა ვეღარ აღვადგინე .”

თეონა ყურუა – ნორვეგიის მოქალაქე.

მან ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერაზე გადაცემა “მთავარი აქცენტებში” ნიკა გვარამიასთან სატელეფონო ინტერვიუში. იგი ყვება, რომ  ბაჩალიაშვილი მისგან ნორვეგიაში, პოლიტიკური თავშესაფრის პროცედურებით იყო დაინტერესებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....