ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(აუდიო) გამოჩნდა ნორვეგიელი, რომელსაც ბაჩალიაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარზე ინფორმაციას თხოვდა

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტისა და ახალი ვერსიის შესახებ საუბრობს.

“მინდა მოგასმენინოთ ნორვეგიის მოქალაქის, თეონა ყურუას განმარტებები ამ საქმესა და თამარ ბაცალიაშვილის მიმოწერასთან დაკავშირებით, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ითანამშრომლოს გამოძებასთან. ამ (ინტერვიუს) მოსმენის შემდეგ, შესაძლოა კითხევბი უფრო მეტი გაჩნდეს, რომ გოგონას დევნიდნენ მაღალი იერარქიის პოლიტიკური პირები” – განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში.

აუდიოჩანაწერი ნორვეგიის მოქალაქესთან:

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....