შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაგზლის მოედანზე გუშინ ღამით მოკლული მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ფიროსმანის ქუჩაზე შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა.