თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, შუახნის კაცი მოკლეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.
„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია“, – აცხადებენ შსს-ში.