ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მათ ოჯახს უთვალთვალებენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ მათ უთვალთვალებენ. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ფონიჭალაში მათ საცხოვრებელ სახლთან შკოდის მარკის მანქანა დადის, რომელიც სურათებს მათ მეზობლებსაც უღებს.

“ორი დღეა სახლთან დარბის შკოდის მარკის მანქანა, კორპუსის გარშემო, იღებს სურათებს, მეზობლებს, მე პირადად. გვიანობამდე დადიან და გვაკვირდებიან”, – ამბობს ჯუმებრ ბაჩალიაშვილი.

ოჯახი ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსია მათთვის კატეგორიულად გამორიცხულია.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ მდგარა იქ, სადაც იპოვეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....