მთავარი ციტატა

“ჩვეულებრივი მოკვდავი რომ ყოფილიყო, აქამდე მილიონჯერ გამოიძიებდნენ. თვითმკვლელობის ინსცენირებაა დადგმული…”

“ჩვეულებრივი მოკვდავი რომ ყოფილიყო, აქამდე მილიონჯერ იქნებოდა გამოძიებული. აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ატერორებენ თეთრიწყაროს მაცხოვრებლებს… თვითმკვლელობის ინსცენირებაა დადგმული”

თეონა თამაზაშვილი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ მდგარა იქ, სადაც იპოვეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....