მთავარი ციტატა

“როცა 5 დღე სადმე ცხედარია, ძაღლი ყნოსვით აუცილებლად მიდის ისეთ ადგილას” – ბაჩალიაშვილის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს

“ნახირს მიყვება ოთხფეხა ძაღლი, ძაღლი როდესაც მიყვება ნახირს და როდესაც ხუთი დღის განმავლობაში არის ცხედარი სადმე, ნებისმიერ სიტუაციაში, მეთვითნ ოთხფეხა მეგობარი მყავს ძაღლი და ვიცი, ცხედარს სუნით, ყნოსვით, ძაღლი აუცილებლად მიდის ისეთ ადგილას, სადაც ასეთი სუნის მქონე რაღაც არის, ცხედარის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მივიდოდა”

მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ მდგარა იქ, სადაც იპოვეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....