მთავარი ციტატა

“დადგინდეს სიმართლე, რატომ მოკლეს ჩემი შვილი” – ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

“ეგეთმა ადამიანმა როგორ უნდა იმუშავოს მაგ სისტემაში?! საზოგადოებას როგორ უნდა დახვდეს?! ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დადგინდეს სიმართლე, რატომ მოკლეს ჩემი შვილი”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის მამა

“ფორმულა”

ამით ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა უპასუხა კითხვას, ჩამოაშორეს თუ არა პროკურორი მარიამ გოგორელიანი საქმეს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ჩამოაშორეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა. მან ასევე ისაუბრა ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გამოძიების არაეფექტიანობაზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ითხოვს, რომ საქმის მასალები შსს-დან პროკურატურას გადაეცეს. თამაზაშვილი ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.

ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

 

იტვირთბა....