“რაც შეეხება შინაარსობრივ ინფორმაციას, Facebook-ის და სოციალური ქსელებიდან, რა დროსაც უკვე ებმევა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი და ყველა ის საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც არის FBI-სთან დაკავშირებული. მათი ნებართვის გარეშე ვერ გასცემენ ამ ინფორმაციას, ექსპერტიზასთან დაკავშირებით უკვე ეს არის ჩართულობა და ეს არიან ექსპერტები რომლებიც იძლევიან სრულ ინფორმაციას”
მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“მთავარი არხი”
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ითხოვს, რომ საქმის მასალები შსს-დან პროკურატურას გადაეცეს. თამაზაშვილი ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.
ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.