aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე და ჩვენი წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შაქარაშვილის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ნიკა ჟვანიაა” – გვარამია

“ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე და ჩვენი წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შაქარაშვილის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ნიკა ჟვანიაა. ცხადია, ეს არ გამორიცხავს სხვების თანამონაწილეობას.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

როგორც გვარამია აცხადებს, აღნიშნული ვერსია წყარომ მიაწოდა. მისივე თქმით, ნიკა ჟვანია მკვლელობის ეპიზოდიდან განარიდეს, რადგან ის დაჩი ბუაძის მეგობარია, დაჩი ბუაძე კი, გვარამიას მტკიცებით, ავთო ბილანიშვილთან (კაწროსთან) მეგობრობს, რომელსაც თავის მხრივ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბერა ივანიშვილთან.

მისივე თქმით, ექიმმა დაასკვნა, რომ შაქარაშვილი ვერ გადარჩებოდა და ამის შემდეგ გადააგდეს მდინარეში.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....