“მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და ჩამოშორდა საქმეს, იმიტომ, რომ არ იყო მისი ქცევა ეთიკური დაზარალებულის მიმართ. მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო.”
მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. შეხვედრა გუშინ საგამოძიებო უწყებაში თეონა თამაზაშვილის დაკითხვას უკავშირდება. როგორც თამზაშვილი აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.