ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჩვენი სტატიები

რა ქონებას ფლობს უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი

“ქართული ოცნების” დეპუტატი და პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარლამენტში მუშაობისთვის  ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 61 887 ლარს იღებს. შესაბამისად, დეპუტატის ხელზე ასაღებ თვიური ხელფასი  5 160 ლარს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ასახულია ვოლსკის მიერ 2019 წლის 13 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში.

დოკუმენტის მიხედვით, გია ვოლსკი ფლობს ხეთაგუროვის ქუჩაზე 75, 93,2 კვ.მ ფართობის ბინას, ასევე,  რაიონში600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2003 წელს აქვს შეძენილი. მის მფლობელობაშია დუშეთის რაიონში, სოფელ ახატანში მდებარე 82 კვ. მ ფართობის სახლს, რაშიც 1 500 აშშ დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის თანახმად, გია ვოლსკი ასევე ფლობსასევე ფლობს, 2017 წელს 7000 აშშ დოლარად შეძენილ მსუბუქ ავტობმობილს – 2012 წლის Toyota Prius V WO656LF.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეპუტატი “თიბისი ბანკის“ ჩემი სფეისის ანგარიშზე ფლობდა – 369,75 ევროს, ხოლო „ბანკი ქართუს“ სახელფასო ანგარიშზე- 12418,57 ლარს.

გარდა ამისა, გია ვოლსკის მეუღლე, ნინო სოლოღაშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ფლობდა “თიბისი ბანკის“ ჩემი სფეისის ანგარიშზე 2788,77 ლარს, „ტერა ბანკი“ მიმდინარეზე – 6078,17 ლარს, “ტერაბანკის”  ანაბარზე – 15000 ლარს.

თათია შაიშმლაშვილი

 

 

 

იტვირთბა....