გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც 23 წლის ახალგაზრდა ქალის სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება. მიხეილ რამიშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პირველადი პასუხები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან უკვე მიიღეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, გენერალურ პროკურორთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება იმ ტემპით მიმდინარეობს, რაც მათ აწყობთ, თუმცა, მისი თქმით, საგამოძიებო უწყების მიმართ ნდობა დამოკიდებულია შედეგზე.
„ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა. იგეგმება ხშირი კონტაქტი. იყო საუბარი ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები. ის აპარატურა გვექნება, რაც დაადგენს ავტომობილთან დაკავშირებით ყველა კითხვას“ – განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. შეხვედრა გშინ საგამოძიებო უწყებაში თეონა თამაზაშვილის დაკითხვას უკავშირდება. როგორც თამზაშვილი აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა.