პროკურორთა საბჭოს ექვსი პროკურორი წევრი უკვე არჩეულია. ხმათა უმრავლესობით პროკურორთა საბჭოს წევრები არიან: გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე.
საბჭოში 8 პროკურორი წევრია გათვალისწინებული. დანარჩენი 2 წევრის გამოსავლენად სასტუმრო “ჰუალინგში” საარჩევნო პროცედურა მოგვიანებით განახლდება. იგივე პროცედურის გათვალისწინებით გამოვლინდება საბჭოს კიდევ ორი წევრი პროკურორი.
არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 438-მა მოქმედმა პროკურორმა და გამომძიებელმა მიიღო მონაწილეობა.
იტვირთბა....