aviabiletebi
მთავარი ციტატა

“წინა ხელისუფლებას დასცინოდით, მინისტრები ფილმებს იღებდნენ პროკურატურაშიო, თქვენ კი მულტფილმი გადაიღეთ” – კილაძე შაქარაშვილის საქმის ვიდეორეკონსტრუქციაზე

“წინა ხელისუფლებას დასცინოდით, მინისტრები ფილმებს იღებდნენ პროკურატურაშიო, თქვენ კი მულტფილმი, ანიმაციური ფილმი გადაიღეთ. აღადგინეთ ე.წ დანაშაულის ადგილი. ბიუჯეტის ფულით პროკურატურის ბრიფინგი დაბუსტეთ. მულტფილმად გადაიღეთ, როცა მოწმე არ არსებობს. პროკურატურა ფილმებს იღებს მირიან ნიკოლაძის ხელთ არსებული ინფორმაციით, აბსურდია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

ამის შესახებ კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში მთავარი აქცენტები განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაპირველად მცხეთაში, აგარაკზე დაწყებული კონფლიქტის, მოგვიანებით კი არაგვის ხიდთან განვითარებული მოვლენების ვიდეორეკონსტრუქცია გაავრცელა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ ბრალდებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა მათ ახალი, 109-ე მუხლი წარედგინათ, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....