aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სასურველი იყო, რომ მათ დაპირება შეესრულებინათ, მაგრამ ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ” – გოცირიძე “ლელოს” გადაწყვეტილებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ამომრჩევლებში იმედგაცრუება, რომ მომავალში რაღაც თანამშრომლობა გართულდება.

აღნიშნული განცხადებით, გოცირიძე “ლელო საქართველოსთვის“ მიერ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის დასახელებას ეხმაურება.

“კარგი იქნებოდა, შეთავაზება – დედაქალაქში კონკურენცია არ გაგვეწია, ბოლომდე შესრულებულიყო. ეს სანახევროდ შესრულდა. მასში მონაწილეობა რამდენიმე პარტიამ არ მიიღო, მათ შორის, „ლელომ“. ჩვენ არ გვსურდა, კანდიდატი დაგვეყენებინა საბურთალოზე და ველოდით, რომ ვაკესა და გლდანში კანდიდატურას ისინიც არ დააყენებდნენ, მაგრამ არაუშავს, ეს კონკურენციაა. ამას სავსებით ნორმალურად ვუყურებ.

შეუთანხმებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ამომრჩევლებში იმედგაცრუება, რომ მომავალში რაღაც თანამშრომლობა გართულდება. მომავალში ერთიანი, დიდი კოალიცია იქნება, სადაც ყველა პარტია იქნება. სასურველი იყო, რომ მათ დაპირება შეესრულებინათ, მაგრამ ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია, ყველა პარტიამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ისინი არასდროს არ შეუქმნიან საპარლამენტო უმრავლესობას „ქართულ ოცნებას“. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი ისევე, როგორც მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის ბრძოლაში ერთიანობა. საყვედურები არ იქნება სწორი. ერთია, რომ მხარდაჭერა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მეორეა, რომ ასე მოხდა და რა ვქნათ? – არჩევნები არის კონკურენცია. საბოლოო ჯამში, პარლამენტში შევხვდებით და ევროპული კოალიციური ყაიდის ხელისუფლებას ჩამოვაყალიბებთ”, – აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 აგვისტოს, პარტია “ლელომ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიიდან ვაკის მაჟორიტარობისთვის, ლევან კობერიძე იბრძოლებს.

მანამდე, “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ პარტია “ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარიას ვაკეში კონკურენტს არ დაუყენებდნენ.

იტვირთბა....