ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საელჩოებს ვთხოვ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ გარკვეული უსაფრთხოების ზომები გამოინახოს სხვა ქვეყანაში” – რამიშვილი

“ჩემს მესენჯერში ძალიან ცუდი მუქარები წამოვიდა, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ და მე ამ საქმეში ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავდე ჩემი თავი. ამ დღეებში ყველა ამ შეტყობინებს გადავთარგმნი და ყველაფერს წარვუდგენ საელჩოებს, მოვითხოვ, რომ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ გარკვეული უსაფრთხოების ზომები გამოინახოს სხვა ქვეყანაში, მაგრამ ამ საქმეს მე ჩემი სიცოცხლის საპირწონედ ბოლომდე გავაკეთებ და ბოლომდე მივიყვან. მთელს საელჩოებს პირადად მოვთხოვ, რომ ჩემი ოჯახი დაცული იყოს.”

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“მთავარი არხი”

ცნობისთვის, დღეს დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განცხადა, რომ გამომძიებლები მას ბევრ კითხვებს უსვამენ, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....