ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეამოწმეთ თბილისში ის უბანი რომელ უბანშიც ის ქალბატონი ცხოვრობს თუ ვინმე არის მის ირგვლივ ინფიცირებული” – ნორა კვიციანი სვანეთში შექმნილ ვითარებაზე

სვანეთში კორონავირუსით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ნორა კვიციანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც კვიციანი წერს, მესტიაში კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციაა აგორებული.

“მინდა გამოვეხმაურო, მესტიაში კორონაზე აგორებული ცრუ ინფორმაციას, ჯერ ერთი თბილისიდან ჩასულ ქალბატონზე და მის ოჯახზე რომ გავრცელდა ინფორმაციები, არ ჯობია ჯერ რომ გაგერკვიათ მერე გაგევრცელებინათ, შეამოწმეთ თბილისში ის უბანი რომელ უბანშიც ის ქალბატონი ცხოვრობს თუ ვინმე არის მის ირგვლივ ინფიცირებული, ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება თბილისიდან ამ ვირუსით დავადებული მესტიაში ჩასვლამდე.

იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმიტომ რომ იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები, ჩვეულებრვად იყო ხალხი დავადებული გრიპით, ამ ოჯახში არის ასაკოვანი ქალბატონი რომელიც არის ასთმით დავადებული და ცოტათი გაურთულდა წაიყვანეს საავადმყოფოში ადგილობრივი არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ მაინც ჩაიყვანეს ქუთაისში იქ პირველად უთხრეს ფილტვების ანთება, შემდეგ უკვე კორონა, აქიდან გავიდა ინფორმაცია კორონა და დაბრალდა ამ ოჯახს.

ეს რომ არა ისე ჩაივლიდა თუ გავრცელდებოდა ვერც ვერავინ გაიგებდა, ამ ოჯახის წევრებს რომ ჩაუტარდათ ტესტირება უთხრეს გადატანილი გაქვთო, დიდება და მადლობა უფალს რომ ყველანი ამჟამად კარგად არიან კარგი ანალიზებით, მაგრამ კარანტინი თავისთავად გასავლელი, საინტერესოა რატომ თბილისიდან ჩასვლაზე გაქვთ აქცენტი, მაშინ როცა ათასობით ტურისტი სტუმრობს მესტიას, ნუ შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება და ჭორის დონეზე ნუ აყენებთ შეურაცყოფას ადამიანებს, მაგრამ ჩემთვის სამართალი და სიმართლე! უფალი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე!”

იტვირთბა....