ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ზუსტად ის ჩანაწერი არ არის, რაც მაინტერესებდა 11-ის 15 წუთზე, 18 რიცხვში” – ბაჩალიაშვილის დედა

“გჯერათ, რომ პროგრამისტი WhatsApp-ით არ ისარგებლებდა 1 თვის განმავლობაში? ზუსტად ის ჩანაწერი არ არის, რაც მაინტერესებდა 11-ის 15 წუთზე, 18 რიცხვში. წინა დღეებიც არის წაშლილი სპეციალურად, სადაც ინახებოდა ინფორმაცია. ალბათ განზრახ არის წაშლილი, ვინც აფარებს ხელს და ვინც არის ამის მონაწილე. სავარაუდოდ დიდი რანგის ადამიანია, რომელიც ამ ყველაფერს ახერხებს, თორემ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ მოახერხებდა.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

მისი თქმით, მათი უწყებაში დაბარებების მიზანი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, “რომ გაგვტეხონ, შევეშვათ ამ საქმეს და ვაღიაროთ თვითმკვლელობა.”

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, საქმეში FBI-ს ჩართვა სწრაფად უნდა მოხდეს.

რაც შეეხება სამძებრო სამუშაოებს, თამაზაშვილის თქმით, გამომძიებლებმა უთხრეს, რომ იმ ადგილის დრონით დათვალიერებას, სადაც ავტომობილი აღმოჩნდა, თავადაც 22 ივლისს აპირებდნენ, თუმცა მწყემსმა დაასწროთ.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....