კომპანია “ბათუმი-თერმინალს ლიმითედის” ლიკვიდაცია ხელს არ შეუშლის ნავთობტერმინალის ფუნქციონირებას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიმდინარეობს ოპტიმიზაცია და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ კომპანიის ოფისი გადმოინაცვლებს ბათუმში.
“გვქონდა კონტაქტი კომპანიის მენეჯმენტთან. ბათუმის ნავთობტერმინალის ბაზირება და ოფისი იყო კვიპროსში. მოხდა ოპტიმიზაცია და ოფისიც გადმოინაცვლებს ბათუმში. კომპანიის ლიკვიდაცია ხდება და ეს არ უშლის ტერმინალის ფუნქციონირებას ხელს. ყველა თანამშრომელი ადგილზე რჩება. რაც ახლა ხდება, მხოლოდ იურიდიული პროცედურებია. კომპანიის ლიკვიდაცია იყო გეგმური გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს, ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის პორტს შორის მართვის შუალედური დონეების შემცირებას”. – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.