ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს არის კარგად ორგანიზებული მკვლელობა” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“ეს არ შეიძლება იყოს თვითმკვლელობა, ეს არის მკვლელობა, ძალიან კარგად ორგანიზებული.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

“ვოთსაფი,” “ვაიბერი,” “მესეჯნერი,” “ფეისბუქი” – თამარ ბაჩალიაშვილის ყველა საკომუნიკაციო და სოციალური ქსელიდან ინფორმაცია წაშლილია, მათ შორის მიმოწერები და ზარები. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ რამიშვილი და ბაჩალიაშვილის მშობლები შსს-ში გუშინაც იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, 23 წლის პროგრამისტის ტელეფონში ასევე არ იძებნება ლოკაციები.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....