ახალი ამბები მთავარი ციტატა

„თამარს 18 ივლისს სელფი აქვს გადაღებული. ადამიანი, რომელიც გარდაცვალების დღეს სელფებს იღებს, თვითმკვლელობას არ უნდა აპირებდეს” – რამიშვილი

„თამარს 18 ივლისს სელფი აქვს გადაღებული. ადამიანი, რომელიც გარდაცვალების დღეს სელფებს იღებს, თვითმკვლელობას არ უნდა აპირებდეს. სელფი გადაიღო ბავშვმა და გავიდა საქმეზე, ამას თვითმკვლელი არ გადაიღებს. სელფი საკუთარ სახლში აქვს გადაღებული. ძალიან ბევრი ახალი ფიგურანტია საქმეში. თამარს ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერი აქვს თავის მომავალზე, როგორ გეგმავს მას, თავის ხასიათზე, როგორ უნდა, რომ წარმატებული იყოს საქმიანობაში, როგორ აფასებს ის თავის ცხოვრებას და სხვ. ეს ადამიანი თავის მომავალზე საუბრობს. ვიდეოები ზოგი შარშანდელია, ზოგი ახალი, ზოგი იანვრის, ბევრია ძალიან. როგორც ის ვიცი, რომ მე არ ვარ ჩინეთის იმპერატორი, ისე გამოვრიცხავ მაგ გოგოს თვითმკვლელობას.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან report.ge-სთან საუბრის დროს განაცხადა.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....