aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

9 აგვიტოს ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა.

არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვი. დაშავებულებიც და გარდაცვლილებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....