ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში მიმოწერები და ზარები წაშლილია” – რამიშვილი

“აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი. ჩათებიც კი, არათუ ზარები. ბოლო ჩათი Whatsapp-ში, 24 ივნისიდან წაშლილია. ბოლო ზარი არის 6 ივნისიდან წაშლილი.”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გუშინ, ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო შვიდსაათანი გამოკითხვის შემდეგ დატოვეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ბაჩალიაშვილის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების დადგენას ტელეფონის საშუალებით შეძლებდნენ. თუმცა, დღეს მობილურში არც ეს ინფორმაცია მოიძებნა. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....