ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ბელარუსის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე გარდაიცვალა. გარდაცვლილია 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც კვირას საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცს  საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო 10-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატიმროში ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

გარდაცვლიის ოჯახის წევრების თქმიტ, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა დადა დაკავებისას ის პოლიციის ფურგონში დიდხანს იმყოფებოდა. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მამაკაცი საავადმყოფოში მაშინვე გადაიყვანეს, როგორც კი თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა იქ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. აქციის დროც გარდაიცვალა ერთი მონაწილე. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთ დემონსტრანტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელებში აუფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

იტვირთბა....