12 აგვისტოს “ევროპული საქართველო” იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ ისინი ქალაქის იერსახის დამახინჯების ბრალდებით დააჯარიმა. ამის შესახებ ტაბულას “პარტიაში” განუცხადეს.
“ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და რომ შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს. მოვედით აქ და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, ესენი არღვევენ კანონს. ამ ხალხს არც კონსტიტუცია არ აინტერესებს, არც საარჩევნო კოდექსი. ერთადერთი, იქედან რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი იძახის, რომ იქ არ გამიკრათო” – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.