ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალს ჯილეხიც და კორონავირუსიც აქვს – როგორია 42 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქალს, რომელიც 11 აგვისტოს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯილეხის, იგივე ციმბირის წყლულის სიმპტომებით მოათავსეს, დღეს კორონავირუსი დაუდგინდა. 42 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკაში ის შვილმა მოიყვანა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის ყარაჯალარიდან არის, ექიმებმა ჯილეხზე ტესტთან ერთად კორონავირუსზე ნაცხიც აუღეს. ორივე ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ქალს ჯილეხიც და კორონავირუსიც აქვს. ამის შესახებ ექიმმა “ქრონიკას” განუცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....