“ვინ იყვნენ აღზნებულები და არამდგრად ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში? – ვაკე-საბურთალოელები. ჯერ იქეიფეს მცხეთაში, შემდეგ ავიდნენ ლისზე, შემდეგ დილამდე იყვნენ თემქაზე. ამას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაუძლებს. ალბათ მიღებული ჰქონდათ ნარკოტიკები, ან რაღაცა ჰქოდათ მიღებული.”
თეიმურაზ მაისურაძე – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი.
ამის შესახებ მან TV პირველში განაცხადა.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.