ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერი, სიტყვებით “პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე” სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილის ოჯახმა და მისმა ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს.

23 წლის პროგრამისტის ოჯახი და ადვოკატი ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან.

ადვოკატს იმედი აქვს, რომ ეს წერილი და ახალი კოდები გამოძიების ვერსიებს შეცვლის.

ამასთან უწყებაში მიმდინარეობს ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკითხვა. სწორედ, მან გაასაჯაროვა პირველმა თამარ ბაჩალიაშვილის ახლად აღმოჩენილი წერილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა არის: “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – აქვე წერია ციფრი – “15.”

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....