ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ მასკარადში” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

“ფაქტობრივად, დაცვის მხარის მიერ არჩეულ სტრატეგიას ცდილობენ, რომ მუქარით და შანტაჟით მოახდინონ რომ თურმე ჩვენ უნდა მივცუნცულდეთ და მასალები ჩავიბაროთ. კიდევ ერთხელ ვეუბნები მთავარ პროკურატურას და ვინც არიან იქ ე.წ. “მამები” და რომლებიც გეგმავენ ამ მარაზმს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ მასკარადში და არ გვაქვს სურვილი, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რომ რეალურად დაცვის განხორიელების უფლება არ მოგვეცეს.”

ალექსანდრე კობაიძე  – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი.

ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

იტვირთბა....