“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში გამოჩენილი პირი, რომელიც მცხეთაში ე.წ. ფერად შენობასთან ჯართს აგროვებდა, მანამდე წარსულში ნასამართლევია. მისივე თქმით, ეს პირი გარდაცვლილი ფეხბურთელის მეზობელი იყო. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.