ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ არ მოაწერეს ხელი გაუთქმელობის ხელწერილს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების ნაწილს საქმის მასალები გადაეცათ. 19 წლის ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ინტერესების დამცველებს საგამოძიებო უწყებაში გაუთქმელობაზეც მოაწერინეს ხელი, რის გამოც ახალ ტომებში შეტანილ მასალასა და ჩვენებებზე ისინი ვერ საუბრობენ.

“ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ ხელწერილზე ხელმოწერას, გამომდინარე იქიდან რომ არ ვიბარებთ ამ მასალებს. არავის არავითარი გზა არ მოუჭრია. ეს არის აბსურდული ვერსია, რომელიც არაფრით არ დასტურდება და ვერანაირად ვერ დადასტურდება სასამართლოზე” – განაცხადა არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

 

იტვირთბა....