საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა.
კერძოდ, კითხვაზე “ეთანხმებით, თუ არა მოცემულ დებულებას – საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია, თუ არა რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ყოლა?”, 34% პასუხობს, რომ “სრულად ეთანხმება”, 39% პასუხობს, რომ “ნაწილობრივ ეთანხმება”.
ამ დებულებას 13% ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, ხოლო 6% კი – სრულად. პასუხი არ აქვს/არ სურს 9%-ს.
იმავე კითხვაზე 2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის დროს კოალიციურ მთავრობას 68% ეთანხმებოდა – მათი რიცხვი 5%-ით გაიზარდა.
კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა და მან საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.