ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გამომძიებლების თქმით, თამარის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დადგმული სცენარი იყოს” – რამიშვილი

“ფაქტია, რომ ვიღაცებს ან ვინმეს კიდევ აქვს წვდომა კომპიუტერთან იმიტომ, რომ ფიქსირდება 10 აგვისტოს შესვლა ელექტორონულ მეილზე. თუ აქამდე საუბარი იყო თვითმკვლელობაზე ან თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, გუშინ უკვე მკვლელობაზეც იყო საუბარი საგამოძიებო ორგანოს, გამომძიებლების და პროკურორის მხრიდან.”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ადვოკატის განცხადებით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, გამომძიებლებიც საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ბაჩალიაშვილის გარდაცვალება კარგად დადგმული სცენარი იყოს, რომელიც მკვლელობას უკავშირდება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი შინაგან საქმეტა სამინისტროში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყებაში ბაჩალიაშვილის მეილთან დაკავშირებით დაიბარეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....