მთავარი ციტატა

“რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია, კითხვის ნიშნები კვლავ დარჩენილია”- ალაფიშვილი შაქარაშვილის საქმეზე

“რაც საჯაროოდაა გაცხადებული, მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს გამოძიება, ეს არაა საბოლოო, მემსის, მაგრამ რაც არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, ჩემთვის კითხვის ნიშნები კვლავ დარჩენილია. პროკურატურას მასალების გასაჯაროება კი არ უნდა აეკრძალა, უფრო პროაქტიული უნდა გაეხადა ეს ყველაფერი და მისი ვერსიის დამაჯერებლობა მეტად წარმოედგინა, რომ სასამართლოში ახალი კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო.

ლევან ალაფიშვილი – ადვოკატი

“დღის ამბბეი”

აღნიშნულით ადვოკატი პროკურატურის ახალ გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატებს მედიისთვის მასალების გადაცემა აეკრძალათ. 

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....