ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისო კილაძე ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე გამოკითხვაზე იმყოფება.

აღნიშნულის შესახებ კილაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....