მთავარი ციტატა

“უკვე მკვლელობის ვერსიაზეც ყალიბდებიან” – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე

„თუ აქამდე მარტო თვითმკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა იყო, უკვე მკვლელობაზეც საკმაოდ კარგად ყალიბდებიან. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იყო გარკვეული სხვადასხვა პოზიცია და ცოტა აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს შორის, შემდეგ ამ 5-საათიანი მუშაობის შემდეგ მაინც იყო მიღწეული ერთობა. რომ გითხრათ, რომ არ მუშაობენ, ვერ ვიტყვი…

პროკურორებიც იყვნენ მოსულები და ბოლოს შევთანხმდით, რომ მაქსიამლურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყებაში ბაჩალიაშვილის მეილთან დაკავშირებით დაიბარეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....