“დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ ჩემიც არის ანალოგიური, როგორიც ბატონი პაატასი. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი, თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, კვლევებს და შემდეგ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ტიკარაძემ მთარობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, პუტინის განცხადებით, კორონავირუსის პირველი ვაქცინა რუსეთმა უკვე მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ვაქცინა დაამზადა მოსკოვის გამალიის ინსტიტუტმა.