About us მთავარი ციტატა

“არანაირი მოტივი არსებობს, რომ შაქარაშვილი ჯერ ეცემათ და მერე მოეკლათ”- დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

“შაქარშვილს არავისთან უჩხუბია აგარაკზე, ის არ იღებდა მონაწილეობას და მოტივი რომ ვინმეს რაიმე შურისძიება ჰქონოდა, ეს აბსურდი და ტყუილია. არანაირი მოტივი არ არსებობს, რომ შაქარაშვილი ჯერ ეცემათ და მერე მოეკლათ. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. რაზე დაყრდნობით საუბრობს პროკურატურა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ.”

გიორგი გელხაური – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკარი

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნულით საქმეზე დაკავებული 5 პირისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს გამოეხმაურა. 

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

 

იტვირთბა....