“ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ადამიანური ტრაგედიები გამოიყენონ ვიწროპოლიტიკური ინტერსებისთვის. ერთი მხრივ, ეს საქციელი ამორალურია და მეორე მხრივ, მათი პოლიტიკური მიზანია, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გასაგებია, რომ მათ აქვთ ყველა ის საშუალება, რომ არა ვარაუდებსა და ჭორებზე, არა მედიით განხილულ საკითხებზე, არამედ ფაქტებზე, ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, დაკითხვის შედეგების მიხედვით, გამოიტანონ დასკვნები და შემდგომ ბრალი წარადგინონ სასამართლოში.”
ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ სესიაშვილმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შეფასებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების მტკიცებით ეს ხუთი პირია: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და 2 არასრულწლოვანი.