ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დრო და დრო ასეთი კერები გაჩნდება, ვირუსის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა” – ცერცვაძე

“დრო და დრო ასეთი კერები საქართველოში გაჩნდება, რადგან ჩვენ თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო მიმოსვლას, სხვა ყველა შეზღუდვა ქვეყნის შიგნით მოხსნილია, სრული მასშტაბით მიმდინარეობს, როგორც შიდა ტურიზმი, ისე ბიზნესი. მე ვერ ვხედავ ამაში საგანგაშოს, ზუსტად ასე იყო გავრცელება ყარაჯალაში და გარდაბნის რაიონში, ეს ინციდენტი ერთ კვირაში ამოიწურა. ეს არ არის მეორე ტალღა, ეს არის ლოკალური შემთხვევა. რატომ არის ჩვენი ქვეყანა წარმატებული კოვიდთან ბრძოლაში? – როგორც კი გამოჩნდება ასეთი კერა, მყისიერი რეაგირება ხდება. ასე ჩაიკეტა ორი კვირის წინ ყარაჯალა, მანამდე მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო და შემდეგ გაიხსნა.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური სავადმყოფოს დირექტორი

მისივე თქმით, როცა ასეთი ჯგუფური შემთხვევა ფიქსირდება, ის უნდა ჩაიკეტოს, რათა მთელი მოსახლეობა გამოიკვლიოს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....